1. რა არის ლაზერბიტი?

ლაზერბიტი არის პირველი, სრულიად ციფრული სარეკლამო კომპანია საქართველოში. სარეკლამო მომსახურება არის მარტივი, მომხმარებელზე მორგებული და მყისიერი. ლაზერბიტი გთავაზობს ლაზერზე ჭრას და ორგმინაზე პრინტს სრულიად ახალი შესაძლებლობებით. თანამედროვე ვებსაიტი საშუალებას გაძლევს, შექმნა განსხვავებული, ნებისმიერი სირთულის მოდელები და რეალობად აქციო ნებისმიერი ფანტაზია.

  1. რა პროდუქტები აქვს ლაზერბიტს?

ლაზერბიტის პროდუქტებია: სარეკლამო აბრები და Led QR კოდები, ორგმინის სანათები, ორგმინის ნამუშევრები, ორგმინის პაზლები, ბრელოკები, Instagram QR კოდები და სხვა უამრავი შესაძლებლობები.

  1. როგორ დაგიკავშირდეთ?

დავიკავშირდი ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია: 551 136 136, მიწერე შენს პირად მენეჯერს Facebook/Instagram-ზე ან დაგვიტოვე შეტყობინება ელ.ფოსტაზე: shop@laserbit.ge

    4. სად მდებარეობს თქვენი მაღაზიები?

ჩვენი მთავარი ოფისის მისამართია: პეკინის გამზირი 6ა, თბილისი.

ჩვენი შოურუმი და სახელოსნო მდებარეობს: გელა ჭედიას 1, თბილისი.

შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი შეკვეთები ორივე ადგილიდან ან ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით.

  1. რა მასალისგან მზადდება თქვენი პროდუქტები?

ლაზერბიტის პროდუქტები მზადდება უმაღლესი ხარისხის ორგმინისგან, რომელიც გამოირჩევა მდგრადობით, სიმსუბუქითა და ფერთა უდიდესი არჩევანით. იჭრება ახალი ტექნოლოგიის ლაზერზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დავჭრათ და გავუკეთოთ გრავირება ყველაზე წვრილ დეტალებსაც კი.

  1. როგორ გადავიხადო?

ლაზერბიტის ინოვაციური პლატფორმა, გადახდის სრულად დაცული სისტემითა და მონაცემთა უსაფრთხო დამუშავებით, გთავაზობს ონლაინ გადახდას MasterCard-ის, VISA-სა და Paypal-ის საშუალებით.

  1. როგორ ფუნქციონირებს QR კოდი?

ტელეფონის კამერა დამიზნებისთანავე მომენტალურად ასკანერებს QR კოდს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

➝ აუცილებელია QR კოდის განთავსება ნათელ ადგილზე, რათა ტელეფონის კამერამ შეძლოს ტექსტის აღქმა.
➝ QR კოდი არ უნდა იყოს ზედმეტად გადანათებული.
➝ QR კოდი არ განთავსდეს ზედმეტად ბნელ ადგილზე.
➝ ზოგჯერ Led QR კოდის ამოცნობა შეუძლებელია. გთხოვთ გამოიყენოთ QR სკანერი, რომლის პოვნაც შეგიძლიათ App store/ Play store-ში.

  1. მოვლის დეტალები

აკრილის მინის გაწმენდა შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი მინის საწმენდით, ისე სველი ნაჭრის გამოყენებით.

  1. შეკვეთის პროცესი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტად მცირე დეტალების ამოჭრა შეუძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაზერბიტი გრავირებას გთავაზობთ!

  1. გარანტიის დეტალები

გარანტია მოქმედებს ნახევარი წლის განმავლობაშიი (6 თვე). გარანტია მოიცავს Led სანათის გადაწვის შესაძლებლობას ან სხვა ქარხნულ დეფექტებს.

  1. როგორ დავამონტაჟო სარეკლამო აბრა?

ნებისმიერი ვარიანტის დამონტაჟება მარტივია, ლაზერბიტი კი მოგაწვდის ყველაფერს, რაც დაგჭირდება. დამატებით მოყვება ინსტრუქცია და შენი პერსონალური მენეჯერი მზადაა დაგეხმაროს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

  1. როგორ შევუკვეთო?

შექმენი დიზაინი www.laserbit.ge-ზე, აქციე ნებისმიერი ფანტაზია რეალობად, გადაიხადე თანხა და დაელოდე შეკვეთას. ლაზერბიტი მას ძალიან მალე მოგაწვდის.

  1. მიწოდების დეტალები

თუ შეკვეთა აღემატება 50 ლარს, მიწოდების სერვისი უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის დამზადების ვადაა 2-3 სამუშაო დღე, მაგრამ ლაზერბიტის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსწრაფესად მოგიტანოს ამანათი. გთხოვ, გაითვალისწინო, რომ რეგიონებში გაგზავნის ვადა დედაქალაქთან შედარებით შეიძლება, გაიზარდოს.

  1. სად შეიძლება ლაზერბიტის სარეკლამო აბრის გამოყენება?

ნებისმიერ ადგილზე: გარე ფასადზე, მიმღებში, მაღაზიის ვიტრინაზე ან დეკორატიული ჯაჭვებით ჰაერში დამაგრება.

  1. რამდენად გამძლეა ლაზერბიტის პროდუქტი ცუდი ამინდის პირობებში?

ორგმინა გათვლილია ნებისმიერი ამინდისთვის.

  1. პასუხისმგებლობა

ლაზერბიტი ზრუნავს შენს შეკვეთაზე, მის დროულ და ხარისხიან მიწოდებაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ გრძელვადიანი და საიმედო ურთიერთობები.

  1. როგორ გამოვიყენო ფასდაკლების კუპონი?

ფასდაკლების კუპონის გამოყენება ძალიან მარტივია, შეკვეთისას ფასდაკლების კუპონის ველში ჩაწერე ინდივიდუალური კოდი და ფასდაკლება მომენტალურად აისახება კალათის ფასზე.

   18. როგორ შევქმნათ ჩვენთვის საუსრველი დიზაინი?

მენიუში ამოვირჩიოთ ღილაკი „შექმენი შენი დიზაინი“, გაიხსნება პროდუქტი, სადაც უნდა ავირჩიოთ პროდუქტის ზომა, შემდეგ ამოვირჩიოთ ღილაკი „შექმენი დიზაინი“, შედეგად გაიხსნება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შესაძლებელი იქნება სასურველი ფიგურების, სურათების, ტექსტების და სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით შექმნათ თქვენთვის მისაღები დიზაინი. იხ.ვიდეო ინსტრუქცია