კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განისაზღვრება შპს „ლაზერბიტის“ (ს/ნ: 400315609) (შემდგომში „კომპანია“) მიერ ვებ-გვერდი www.laserbit.ge-ს (შემდგომში „კომპანიის ვებ-გვერდი“) მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პირობები.

 

  1. მონაცემები

 

კომპანია ამუშავებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდ www.laserbit.ge-ზე პირადი ანგარიშის შექმნისა (რეგისტრაციის) და შეკვეთის განთავსებისას მისთვის წარდგენილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი და ა.შ. ასევე, კომპანიისთვის ელექტრონული ფოსტითა თუ სატელეფონო კავშირით მიწოდებულ ინფორმაციას.

 

  1. „მზა ჩანაწერები“

 

2.1 კომპანიის ვებ-გვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის შესახებ გარკვეული ტიპის მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზნით, როგორიცაა IP მისამართი, მოწყობლობის ტიპი, ბრაუზერი, რისი საშუალებითაც ხდება კომპანიის ვებ-გვერდზე შემოსვლა და ა.შ.

2.2 Cookies არის მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება ინტერნეტ ბრაუზერში ან ანტერნეტ ბრაუზერის საშუალებით მოხმარებლის კომპიუტერულ სისტემაში. როდესაც მომხმარებელი შედის კომპანიის ვებ-გვერდზე Cookie ინახება მომხმარებლის საოპერაციო სისტემაში. აღნიშნული Cookie შეიცავს სიმბოლოთა სერიას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ბრაუზერი იქნას ამოცნობილი, როდესაც მომხმარებელი ხელახლა შედის კომპანიის ვებ-გვერდზე.

2.3 Cookies ინახება მომხმარებლის კომპიუტერში. მომხმარებელს აქვს სრული კონტროლი Cookies გამოყენებაზე. ინტერნეტ ბრაუზერში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრის არჩევის შემთხვევაში Cookies დაინსტალირებამდე მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას და ყოველ ცალკეულ შემთხვევში გადაწყვეტს მიიღოს თუ უარყოს Cookies შენახვა და მასში შემცველი მონაცემების გადაცემა. უკვე შენახული Cookies წაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებელმა სრული მოცულობით ვერ ისარგებლოს კომპანიის ვებ-გვერდის ყველა ფუნქციით. 

 

  1. მონაცემთა დამუშავების მიზნები

 

3.1 კომპანია მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებასა და მომხმარებელთან დადებული ლაზერული ჭრისა და გრავირების მომსახურებასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, მათ შორის მომხმარებილისგან შეკვეთის მიღებისა და მისთვის პროდუქტის მიწოდების მიზნით.

3.2  კომპანია მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, კერძოდ მომხმარებლისთვის სხვადასხვა საშუალებით (ტელეფონი, ელ.ფოსტა და სხვა) სარეკლამო შეთავაზებების გაკეთების მიზნით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოსთხოვოს კომპანიას მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით:

3.3 კომპანია მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს, რათა მოხდეს კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემული მომსახურების გაუმჯობესება და მომხმარებლის ინტერესებზე მორგება, თაღლითობის, ფულის გათეთრების და სხვა დანაშაულების თავიდან არი  დება, მომხმარებლის პრიორიტეტების გათვალისწინება და სხვა.

3.4 პერსონალური მონაცემების ლაზერბიტის ვებგვერდზე შევსება აუცილებელია მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით. ლაზერბიტი უფლებამოსილია საგადასახადო მიზნებისთვის მომხმარებლის ინფორმაცია შეინახოს შემდეგი ვადით: ერთჯერადი შეკვეთის შემთხვევაში - შეკვეთის მიწოდებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში; ყოველთვიური გამოწერის შემთხვევაში - გამოწერის გაუქმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. ლაზერბიტი უფლებას იტოვებს, მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს რემარკეტინგისთვის.

 

  1. კონფიდენციალურობა

 

კომპანია ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა. კომპანია უფლებამოსილია გადასცეს მომხმარებლის მონაცემები შეკვეთილი პროდუქტის (ნაკეთობის) ადგილზე მიტანის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას, რომელთანაც იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ასევე ნებისმიერ სხვა პირს ვისთვისაც მომხმარებლის მონაცემების გაზიარება აუცილებელია, რათა კომპანიამ უზრუნველყოს მომხმარებელთან დადებული ლაზერული ჭრისა და გრავირების მომსახურებასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესრულება.

 

 

  1. ცვლილება

 

კომპანიას უფლება აქვს, წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში  ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება, რაც ძალაში შედის კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე და არ საჭიროებს მომხმარებლის დამატებით თანხმობას.

 

  1. კონტაქტი

თქვენ შეგიძლიათ ლაზერბიტს დაუკავშირდეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 19:00 საათების განმავლობაში შემდეგ ელ. ფოსტასა და ნომერზე:

ელ. ფოსტა: info@laserbit.ge

მობილური: 551 136 136