წესები და პირობები

 

 

  1. შეთანხმების საგანი

 

მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდი www.laserbit.ge-ს საშუალებით  განთავსებული შეკვეთის საფუძველზე კომპანია ახორციელებს თავის მიერ შეძენელ პლასტმასის მასალისა და ლაზერული ჭრისა და გრავირების დანადგარის გამოყენებით ლაზერული ჭრისა ან/და გრავირების მომსახურებას და დამზადებულ ნაკეთობაზე (შემდგომში „ნაკეთობა“) საკუთრების უფლებას გადასცემს მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება.

 

  1. პირადი ანგარიშის შექმნა და შეკვეთის განთავსება

 

შეკვეთის განთავსებისთვის აუცილებელია მომხმარებელი დარეგისტრირდეს კომპანიის ვებ-გვერდზე და შექმნას პირადი ანგარიში, რა დროსაც უთითებს თავის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ). პირადი ანგარიშის შექმნის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს შეკვეთა.

 

  1. ნაკეთობის დიზაინის შექმნა

 

მომხმარებელი პირადი ანგარიშიდან შეკვეთის განთავსებისას კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული სპეციალური სისტემის მეშვეობით თავად ქმნის ნაკეთობის დიზაინს ლაზერული ჭრისა და გრავირების დანადგარის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ან კომპანიას უკვეთავს მისთვის სასურველი დიზაინის შექმნას. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის დიზაინის შექმნა არის ფასიანი. მომხმარებელს უფლება არ აქვს შექმნას კანონსაწინააღმდეგო, ვისიმე შეურაცხმყოფელი, სექსუალური ხასიათის, ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ნაკეთობის დიზაინი, არ აქვს უფლება შექმნას დიზაინი რომელშიც გამოხატული იქნება სახელმწიფო ორგანოთა ნიშნები.

 

  1. ნაკეთობის ღირებულება

 

ნაკეთობის დამზადების ღირებულება განისაზღვრება კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული სპეციალური სისტემის მიერ ყოველი ცალკეული შეკვეთისას ნაკეთობის დიზაინის პარამეტრების გათვალისწინებით. ნაკეთობის დამზადების ღირებულების გადახდა მომხმარებლის მიერ ხორციელდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტა ლარში.

 

  1. ნაკეთობის დამზადება

 

კომპანია ნაკეთობას ამზადებს მომხმარებლის დიზაინის შესაბამისად მომხმარებლის მიერ შეკვეთის ღირებულების გადახდიდან, როგორც წესი 1 სამუშაო დღეში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა და ნაკეთობის დამზადების შესახებ შეტყობინებას უგზავნის მომხმარებელს.

 

  1. ნაკეთობის მიწოდება

 

  • მომხმარებელი ვალდებულია ნაკეთობის დამზადების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ჩაიბაროს ნაკეთობა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გელა ჭედიას N 1.
  • იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი აირჩევს ადგილზე მიტანის სერვისს, ნაკეთობის მიწოდება მოხდება თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში მის მიერ მითითებულ მისამართზე ნაკეთობის დამზადებიდან 1-2 სამუშაო დღეში. ადგილზე მიტანის საფასურია 5 ლარი, 50 ლარზე მეტი ღირებულების ნაკეთობის/ნაკეთობების შეკვეთის შემთხვევაში ადგილზე მიტანა არის უფასო.
  • ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, ნაკეთობის მიწოდების მიზნით მომხმარებელის მისამართზე განხორციელდება კურიერის ვიზიტი არაუმეტეს 2-ჯერ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მისამართის დაზუსტების მიზნით მოხდება მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, თუ ნაკეთობის მიწოდების ორივე მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება, შეტყობინებიდან 3 დღის ვადაში მომხმარებელი ვალდებულია ჩაიბაროს ნაკეთობა  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გელა ჭედიას N 1.

 

  1. პასუხისმგებლობა

 

კომპანია პასუხისმგებელია მომხმარებლისთვის მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული პირდაპირი ზიანის ანაზღაურებაზე ნაკეთობის ღირებულების ფარგლებში. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თუ მომხმარებლის მიერ შექმნილი დიზაინი არის კანონსაწინააღმდეგო, არღვევს ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, ზნეობის ნორმებს ან შექმნილია მართლწერის წესების დარღვევით, კომპანია თავისუფლდება მომხმარებლის მიერ შექმნილი დიზაინიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისგან.

 

ლაზერბიტი მომხმარებლებს არ აძლევს გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, მომხმარებელი უფლებამოსილია, მიიღოს და დანერგოს პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ლაზერბიტი  არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

 

შეკვეთის განთავსებით მომხრებელი აცხადებს თანხმობას, რომ სრულად არის პასუხისმგებელი ლაზერბიტის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების დირექტორების, თანამშრომლების, აქციონერების და მეწილეებს ყოველგვარ ზიანზე, ზარალსა და დანახარჯზე, თუ ასეთი ზიანი, ზარალი ან დანახარჯი დადგება მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების არასრული და არაჯეროვანი შესრულების/გამოყენების შედეგად.

 

  1. ინვოისი

თითოეულ შეკვეთაზე კომპანია გამოწერს შესაბამის ინვოისს.

 

  1. ნაკეთობის უკან დაბრუნება/შეცვლა

შეკვეთილი ნაკეთობა არ ექვემდებარება მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის დაბრუნებას და შესაბამისად კომპანია არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნაკეთობას აქვს კომპანიის ბრალით გამოწვეული არსებითი ნაკლი, ასეთ შემთხვევაში   კომპანია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრის ნაკლს ან დაამზადებს ახალ ნაკეთობას ან დაუბრუნებს მომხმარებელს ნაკეთობის საფასურს.

 

  1. საავტორო უფლებები

 

ნებისმიერი მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია წინამდებარე საიტზე, მათ შორის, ფოტოები, აუდიო/ვიდეო მასალა, გამოსახულება, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი (შემდეგში „მასალა“) წარმოადგენს ფირმის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით.

 

მასალის გამოყენება, ლაზერბიტის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია. დაუშვებელია მასალის  ან მისი ნაწილის გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით გამოყენება.

 

დაუშვებელია მასალის ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა ან/და ლაზერბიტის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების დისკრედიტაცია.

 

 

  1. ფორსმაჟორი

 

კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე შეთანხმებით  გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, როგორიცაა სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ხანძარი, ომი, ემბარგოს დაწესება, კარანტინი და სხვა.

 

  1. შეთანხმების ცვლილება

 

კომპანიას უფლება აქვს, წინამდებარე შეთანხმებაში  ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება, რაც ძალაში შედის კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე და არ საჭიროებს მომხმარებლის დამატებით თანხმობას.

 

 

  1. დავის გადაწყვეტის წესი

 

ამ ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დავა წარმოიქმნება ვებგვერდის მომხმარებელსა და ლაზერბიტს ან მასთან დაკავშირებულ კომპანიას შორის.

 

წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა მხარეთა შორის გადაწყდება მოლაპარაკების საშუალებით. მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

  1. შეთანხმების ბათილობა

 

 

წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანად შეთანხმების ან მისი სხვა რომელიმე პირობის ბათილობას.

 

  1. საგარანტიო ვადა

 

კომპანია მის მიერ დამზადებული ნაკეთობისთვის სათანადო პირობებში გამოყენების შემთხვევაში იძლევა 6 თვიან საგარანტიო ვადას, რომელიც აითვლება ნაკეთობის მომხმარებლისთვის გადაცემის დღიდან. მითითებულ ვადაში კომპანიის ბრალით გამოწვეული ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია თავისი არჩევანით გამოასწოროს ნაკლი ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა ან დაუბრუნოს მომხმარებელს ნაკეთობის საფასური.